LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭირო წამლის შეძენის საშუალება მოსახლეობის 50%-ს არ აქვს – NDI

112
1544201048-medikamentebi-emateba

გასული წლის განმავლობაში, საჭირო წამლის შეძენის ფინანსური საშუალება მოსახლეობის 50%- არ ჰქონდა, 49% კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ საუბარია NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

NDI-ის კითხვაზე, გასული წლის განმავლობაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა მკურნალობა იმის გამო, რომ ფინანსური შესაძლებლობა არ გქონდათ, 54% პასუხობს რომ კი, 45% ამბობს, რომ არა.

კვლევის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს სრულად მოსახლეობის 26% ენდობა, ნაწილობრივ ენდობა 54%, ნაწილობრივ არ ენდობა 9%, საერთოდ არ ენდობა 8%.

უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე - კიდევ რა აწუხებს ხალხს

რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია

მოსახლეობის 25% ამბობს, უგრძვნია რომ ექიმმა არასაჭირო წამალი პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გამოუწერა, 70% ამბობს, რომ მსგავსი რამ არ უგრძვნია.

შეგახსენებთ, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები