LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება

131
R3A8881

საბურთალოს ოლქში ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე იქნება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებზე მას არ უსაუბრია.

„საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებეის განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლების, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლების გადაჭრაზე, იმაზე, რომ შევძლოთ დავძლიოთ ყოველდღიური გაჭირვება და ის კრიზისი, რომელშიც ქვეყანაში აღმოჩნდა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

საბურთალოს ოლქში მმართველმა გუნდმა კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო დაასახელა. ოპოზიციურ ერთობას აღნიშნულ ოლქში საერთო კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

ასევე, ცნობილია, რომ განიხილება, რომ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სწორედ საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები