LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

634
11-9

თბილისში, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. თბილისის საკრებულოს ინიციატივით გოძიაშვილის სახელობის ბაღის (წითელი ბაღის) მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩა გიო ხუციშვილის სახელს 19 ნოემბრიდან ატარებს.

ქუჩის ოფიალური გახსნა მომდევნო კვირას, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან იგეგმება.

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე ვარსკვლავიც გაუხსნეს.

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა - ბევრი ცრემლი, სიმღერა და ღიმილი...

29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ. ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც მასთან ერთად მისმა კოლეგებმა მიიღეს მონაწილეობა. სცენაზე მაყურებლის წინაშე ნატო გელაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა,ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, […]

გიო ხუციშვილის უკანასკნელი დუეტი მეუღლესთან (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები