LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს

282
BeFunky-collage - 2020-07-03T170946.272

საბერძნეთში დაკარგული ქართველი ემიგრანტი, 25 წლის ანა გვარამაძე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. კოტე შენგელიას ცნობით, ახალგაზრდა ქალი ცოცხალი და ჯანმრთელია. მისივე ინფორმაციით, ანა ოჯახის წევრებს თავად შეეხმიანა.

“ქართველო ემიგრანტებო, მინდა გაგახაროთ, ჩვენი თანამემამულე ანა გვარამაძე ცოცხალია, უვნებელია. დღეს შეეხმიანა ოჯახს” – წერს ფეისბუქ გვერდზე შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ანა გვარამაძეს ოჯახი და პოლიცია ერთი თვის განმავლობაში ეძებდა. ოჯახს ათენში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები