LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში 25 წლის ქართველი გოგონა დაიკარგა

859
71088931-1451735408308687-8176647391097651200-n

საბერძნეთში 25 წლის ლანა ჭელიძე დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა რომ გოგონა 11 სექტემბერს ათენის კიფსელიდან დაიკარგა.

„საბერძნეთში მცხოვრებო ქართველებო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია და გაავრცელეთ. 11 სექტემბერს, საღამოს 19:00 სთ-ზე დაიკარგა ათენის კიფსელიდან 25 წლის ჭელიძე ლანა. დაკარგვის დღეს მას ეცვა ჯინსის შარვალი, შავ-თეთრი ფეხსაცმელები, ფერადი მაისური და ატარებდა შინდისფერ ჩანთას. ათენის პოლიცია და ჩვენი საკონსულო საქმის კურსშია. გთხოვთ, მცირე ინფორმაციაც კი დაგვეხმარება მის პოვნაში. თუ რამე იცით, დაუკავშირდით მის დედას ამ ნომერზე: 6946786920 (ელისო ჭელიძე)“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები