LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა

5030
84402173-777389049454493-52893918114611200-o

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

ბერძენი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში მოვლენების განვითარებას კი არ დაელოდნენ, არამედ ზომები მანამდე მიიღეს.

„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა. მათ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა” – აცხადებენ ბერძენი ჟურნალისტები

ინფორმაციას ΣΚΑΪ ΤV ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები