LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციას იწყებს

47
1

საბერძნეთი უერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც 12-დან 15-წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყეს.

ამ ასაკობრივ ჯგუფში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების რეკომენდაცია უკვე გასცა ქვეყნის ხელისუფლებამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით,  ორშაბათიდან, 12-15 წლის მოზარდები შეძლებენ “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების გაკეთებას.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი უფრო და უფრო იზრდება, ეს იქნება მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გაწყვეტს ვირუსის გავრცელების ჯაჭვს.

“ვაქცინაციის პროგრამაში ახალგაზრდების ჩართვა ხელს შეუწყობს დაუცველი ახალგაზრდებისა და ნათესავების დაცვას და სექტემბერში სკოლაში დაბრუნების გზასაც მოამზადებს.” – აღნიშნა საბერძნეთის ვაქცინაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია თეოდორიდმა.

ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ერთჯერადად აცრილია 10.2 მილიონზე მეტი ადამიანი. მოსახლეობის 46,8% სრულად არის ვაქცინირებული.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, მთავრობამ მოქალაქეებს სხვადასხვა წამახალისებელი წინადადება შესთავაზა, მათ შორის არის ფულადი წახალისება. ხელისუფლებას სურს, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა შემოდგომისთვის 70%-მდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ამ დრომდე, ვაქცინაცია ნებადართულია 16 წლის და 16 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის.

ხუთი დღის წინ 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინა “ფაიზერის” გამოყენების ნებართვა გასცა ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები