LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბედნიეროდ, სკოლების გახსნის შედეგად, მკვეთრი ნეგატიური ეფექტი არ შეინიშნება, წესებს კარგად იცავენ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

89
BeFunky-collage (1)

რეგულაციების შერბილებას ვეთანხმები, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ბევრი სფერო კრიზისშია შესული და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა, რითაც ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დროული იყო.

მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ ამ გახსნას უეცარი აღმავლობა მოყვება, შემდგომ სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება. ამასთან, ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ სწრაფ რეაგირებაზე პასუხისმგებლობა, წესების დაცვის თვალსაზრისით, მოქალაქეებსაც ეკისრებათ.

“არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ქუჩებში ვაკვირდები, თითქოს ბოლო დროს ნიღბების ტარების მხრივ ისევ მოდუნდა ყურადღება, ერთი პერიოდი ყველა კარგად იცავდა, ახლა ისევ შეიმჩნევა არასწორად გამოყენებული ნიღაბი ან საერთოდ, ზოგს არც უკეთია. ნიღბების გარეშე ჩვენ ფონს ვერ გავალთ. თუ არ გვინდა, რომ ისევ ჩავიკეტოთ, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენ გვახსოვს ოქტომბერი და ნოემბერი, როგორი სისწრაფით ვრცელდებოდა ვირუსი. მაშინ რეაგირება ალბათ, ცოტა დაგვიანდა. ამ მასშტაბებს არ უნდა მიაღწიოს, რა თქმა უნდა.

თუ დღეღამური მაჩვენებლის დინამიკაში მკვეთრი მატება დაფიქსირდება, რეაგირება ძალიან მალე უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, ლოგიკური დრო გავიდა, საბედნიეროდ, სკოლების გახსნის შედეგად, მკვეთრი ნეგატიური ეფექტი არ შეინიშნება. მავნე შედეგი უკვე უნდა გვენახა, სკოლები კი რასაც ვაკვირდებით საკმაოდ კარგად იცავენ დაწესებულ წესებს”.- განაცხადა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში “კვირის თემა”.

პოპულალურები