LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა გადმონაშთია, რომ ბავშვი კურორტზე 21 დღე უნდა გყავდეთ – თემურ მიქელაძე

2069
temurmiqeladze20916

პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემა „დღის თემაში“ ყველა დროის ყველაზე აქტუალურ კითხვას უპასუხა, რამდენი ხანი უნდა გაატაროს ბავშვმა კურორტზე, რომ მან იმუნიტეტი სრულად აღიდგინოს:

„მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ კურორტის არჩევისას, არის სუფთა ჰაერი. სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანს არ აქვს საშუალება პოპულარულ კურორტებზე დაისვენოს. ბახმარო, მთა-თუშეთი და სხვა კურორტები უნიკალურია, მაგრამ იქ დასვენება ძვირი ჯდება. მშობლებმა არ უნდა იდარდონ, თუ იქ ჩასვლას ვერ მოახერხებენ. ბავშვების გაყვანა თამამად შეგიძლიათ სოფლებშიც. რაც შეეხება ხანგრძლივობას, 21 დღე ბავშვის გაყვანა კურორტზე, საბჭოთა გადმონაშთია. დოგმა, რომ 5 დღე ან 9 დღე უნდა გაიყვანოთ, არსად არის გაწერილი. რაც უფრო დიდხანს იქნება ბავშვი, მით უკეთესი, მაგრამ ვიმეორებ, დოგმა არა არის“ – ამბობს პედიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები