LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედება

109
shutterstock_716625154

მიმდინარე წელს “საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს.

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას “საქსტატი” ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით შემუშავდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია. ევროპული ქვეყნები მას არ ანგარიშობენ. ეს მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებში გაიანგარიშება, როგორიცაა ყაზახეთი, ბელარუსი და საერთაშორისო პრაქტიკა მწირია ამ მხრივ. ჩვენ შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ ამ მაჩვენებლის მეთოდოლოგიის ცვლილება,” – აღნიშნა თოდრაძემ.

„საქსტატის” დირექტორი მოსალოდნელ ცვლილებეს შორის სასურსათო კალათის შემადგენლობის გადახედვას ასახელებს.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის კი — 304 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები