LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია გადასახედია – დავით სერგეენკო

124
sergeenko

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საარსებო მინიმუმ დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვის მომხრეა.

მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმი დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით განისაზღვრება.

„საარსებო მინიმუმი ითვლება მეთოდოლოგიით, რომელიც არის დამტკიცებული. სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. მათი გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი.ამავე მონაცემებით, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები