LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმი რეკორდულად გაიზარდა

233
14042016-3

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი მარტის თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის 181.2 ლარი სჭირდებოდა. ერთ თვეში, ანუ თებერვალთან შედარებით, მაჩვენებელი 2.1 ლარით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 4,3 ლარით.

1.8 ლარით გაიზარდა მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც თებერვალთან შედარებით და 160.5 ლარი შეადგინა. ზრდა შეეხო ოჯახის ტიპებსაც – წინა თვესთან შედარებით 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და მარტში 304 ლარი გახდა.

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები