LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმი ქვეყანაში თითქმის 4 ლარით გაიზარდა

63
238064993

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი აპრილის თვეში რეკორდულ მაჩვენებელზე დაფიქსირდა და წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, 3.8 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 185 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 181.2 ლარი იყო.

რაც შეეხება ერთ წლიან ჭრილს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.1 ლარით გაიზარდა – წინა  წლის აპრილში ეს მონაცემი 176.9 ლარი იყო.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი აპრილში 163,9 ლარით განისაზღვრა. ოჯახის ტიპებს რაც შეეხება, საქსტატის დაანგარიშებით ორსულიანი ოჯახისთვის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 262 ლარია, სამსულიანი ოჯახისთვის – 295 ლარი, ოთხსულიანისთვის- 327 ლარი…

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 310 ლარით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები