LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო განათებები მარტში – ამერიკელები ერთმანეთის გამხნევებას სადღესასწაულო განწყობით ცდილობენ

119
26111714-0-image-a-24-1584525818246

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პლანეტის დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში მოექცა. გამონაკლისი არც ამერიკელები არიან და ბევრი მათგანი სახლს თითქმის საერთოდ აღარ ტოვებს.

ასეთ დროს მხნეობის შენარჩუნება და კარგი განწყობის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამერიკელებმა გადაწყვიტეს ახალი წელი დაებრუნებინათ.

ზოგს ბავშვების გამხიარულება, ზოგსაც კი ჩაბნელებული სამეზობლოს განათება სურდა, ამიტომ გადანახული საახალწლო განათებები მოძებნეს და სახლი გადააბრდღვიალეს.

ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება, ამიტომ სადღესასწაულო განწყობას იმ ადამიანებისთვის შეუძლია იმედის დაბრუნება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჰეშთეგი – #lightsforlife ანუ #შუქებისიცოცხლისთვის  შექმნეს და განათებული სახლების ფოტოებს სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი აზიარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები