LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ფილმები, რომლებიც ბავშვებმა ზამთრის არდადეგებზე უნდა ნახონ

პატარების საახალწლო არდადეგები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ცხადია, საშობაო დღეებში ფონს ვერ გავალთ კარგი ფილმების გარეშე. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ის საშობაო ფილმები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია პატარებისთვის და რომელთა ნახვა ყოველ ახალ წელს ახარებთ მათ.

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა

ფილმში მოქმედება ზღაპრულ ქალაქ კროგრადში ვითარდება, სადაც ყველა შობის დადგომას ელის. სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობს გრინჩი, რომელსაც საოცრად სძულს ეს დღესასწაული. გრინჩი ცდილობს ყველაფერი გააფუჭოს, მოიპაროს საჩუქრები, ნაძვის ხეები და სხვა საახალწლო აქსესუარები. მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება გოგონა სინდი ლუ, რომელმაც შესაძლოა გრინჩის გეგმები შეცვალოს. ფილმის რეჟისორია რონ ჰოვარდი და მასში მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს.

1

საშობაო ისტორია

რობერტ ზემეკისის 2009 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით საახალწლო განწყობას. ფილმის გმირი ფულის გარდა არაფერზე ფიქრობს. შობის დღესასწაულზე კი ის სულებს ხვდება წარსულიდან და მომავლიდან. სწორედ ეს ეხმარება მას აბსოლუტურად სხვა ადამიანად გარდაიქმნას. ეს ფანტასტიკური ფილმი ჯიმ ქერის მონაწილეობით კარგი სანახავია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

2

საშობაო საჩუქარი

ფილმი მამისა და შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მამა მუდამ დაკავებულია და ვერასოდეს იცლის შვილისთის. გაბრაზებული შვილი მამას საჩუქრად ტურბომენის სათამაშოს სთხოვს. მამას კი, რომლის როლსაც არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს, შვილის სურვილი ძალიან გვიან ახსენდება. მამის ამოცანაა ახალ წელს მაინც შეუსრულოს შვილს ნანატრი სურვილი.

3

K9 საშობაო თავგადასავალი

ყოფილ პოლიციელ ძაღლს, რომელიც კინოლოგებმა გაზარდეს, მოულოდნელად პატარა გოგონა კეისი გადაარჩენს. კეისი და სკუტი ობოლი ბავშვებისთვის ფულის შეგროვებას იწყებენ. მოულოდნელად კეისის მამის ოფისში სტუმრობისას სკუტი ამოიცნობს იმ დამნაშავეებს, რომლებმაც ადრე მისი მოკვლა სცადეს. ამჯერად დამნაშავეები ცდილობენ მოიპარონ ბავშებისთვის შეგროვებული თანხები. კეისისა და სკუტის ამოცანაა, ამხილონ თაღლითები და დაუბრუნონ ბაშვებს ფული.

4

შობა კრენკებთან

საოცრად თბილი და პოზიტიური საშობაო, ოჯახური კომედია. კრენკები მოსიყვარულე ცოლ-ქმარი არიან, რომელთა ერთადერთი ქალიშვილი საშობაოდ ექსპედიციაში მიემგზავრება. როგორ აღნიშნავს წყვილი შობას ქალიშვილის გარეშე, ამას ფილმიდან შეიტყობთ. სურათში მთავარ როლებს ტიმ ალენი და ჯემი ლი კერტისი ასრულებენ.

5

სანტას არდადეგები

ეს საოცრად პოზიტიური ზღაპარი სანტასა და ცნობილი რეპორტიორის ისტორიას გვიყვება. სანტა მოულოდნელად აღმოჩნდება ცნობილი რეპორტიორის, პიტერის მანქანასთან და აღმოაჩენს, რომ არაფერი ახსოვს. თავის მხრივ პიტერს საოცრად არ უყვარს შობის დღესასწაული, თუმცა იძულებულია დაეხმაროს უცნობ სანტას. ის საკუთარი გადაცემის წყალობით ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება და მოულოდნელად მის ცხოვრებაში კეთილი ელფები ჩნდებიან. მათი ამოცანაა დაარწმუნონ პიტერი, რომ საოცრებები ახალ წელს ნამდვილად ხდება და ასევე გაახსენონ სანტას, რა მისიით ჩავიდა ქალაქში.

6

სანტა ლაპუსის ძიებაში

ესეც კიდევ ერთი საოცრად ლამაზი ზღაპარი პატარებისთვის. სანტა კლაუსი სათამაშო ლეკვს გააცოცხლებს, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი ხდება. მოულოდნელად სანტა და ლაპუსი ნიუ-იორკში მოგზაურობისას იკარგებიან. სწორედ ფილმიდან შეიტყობთ, როგორ განვითარდება ეს ისტორია, სადაც უამრავი კეთილი ადამიანია ჩართული.

7

სანტა კლაუსი

ესაა ისტორია, როგორ გავხდეთ სანტა. ფილმის გმირი, სკოტი საქმიანი ადამიანია, რომელსაც ყავს ოჯახი და აქვს საყვარელი საქმე. ერთ დღეს ის საკუთარი სახლის სახურავზე ციგას აღმოაჩენს. მოულოდნელად სკოტი შვილთან ერთად სამხრეთ პოლუსზე აღმოჩნდება, სადაც სკოტს არწმუნებენ, რომ სწორედ ის უნდა გახდეს მომავალი სანტა.

8

მარტო სახლში

უკვე ლეგენდად ქცეული ფილმი ამერიკული ოჯახის ისტორიას გვიყვება, რომელიც ჩიკაგოდან ევროპაში მიემგზავრება. სიჩქარეში საქმიანი მშობლები აღმოაჩენენ, რომ შვილი სახლში დარჩათ. თავის მხრივ მოხერხებული ბიჭი გვაოცებს თავისი გამომგონებლური იდეებით, უმკლავდება სახლში შეჭრილ ქურდებს და შობას განსაკუთრებულ დღესასწაულად გვიქცევს.


სტიაურტ ლითლი

ზღაპრული ფილმი ჯინა დევისისა და ჰიუ ლორის მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პატარა ჯორჯი უმცროს ძმაზე ოცნებობს. ერთ მშვენიერ დღეს მშობლებს ჯონისთვის პატარა თაგვი მოყავთ. ოჯახის ახალი წევრი საოცრად არ მოსწონს თეთრ კატას, რომელიც ყველა გზით ცდილობს სტიუარტი თავიდან მოიცილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები