LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანების სიმრავლე ნამდვილად გადაფარავს მის მხარდამჭერებს, უამრავს ექნება სურვილი მას ფიზიკურად გაუსწორდეს” – გია აბაშიძე

550
BeFunky-collage (13)

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოალიციურ მთავრობაზე ალაპარაკდა, ასევე მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა, მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. 

მიხეილ სააკაშვილის დაპირების არ სჯერათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ ის საქართველოში შემოვა ადგილზე დააკავებენ.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? – შევა ციხეში: ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა უჩნდება.

„ეს მისი საქართველოში დაბრუნების დაპირების უკვე მე-20 განცხადებაა, გვახსოვს ეს „დაბრუნებები“ როგორი დაბრუნებებიც იყო რეალურად.

ბილეთის ჯავშნის გამოქვეყნება დიდად არაფერს არ ნიშნავს, მეც შემიძლია ამ წამს გამოვაქვეყნო ტოკიოში ბილეთის დაჯავშნის საბუთი.

მაგრამ აქ არის რამდენიმე შეკითხვა, საბოლოო მომენტში შეძლებს კი ის ჩამოსვლას?

ჩვენ ვხედავთ, რომ მას გარკეულწილად ჰქონდა ნიადაგის მოსინჯვა ევროპაში სტუმრობისას, შეხვდა რამდენიმე ევროპარლამენტარს სტრასბურგში და ამ შეხვედრის შემდეგ ევროპის კანონმდებლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ დესტაბილიზაციის ნიშნები არ უნდა შეიტანოს სააკაშვილმა საქართველოს საარჩევნო პროცესში.

საარჩევნო პროცესი კი არ მთავრდება 2 ოქტომბრის 11 საათზე, როგორც მან დააანონსა.

საარჩევნო პროცესი გრძელდება იმიტომ, რომ ხდება ხმების დათვლა, საჩივრების მიღება, გადათვლა-გადმოთვლა, ამიტომ ამ პროცესში მისი ასე პროვოკაციულად დაბრუნება არ მგონია, რომ მოწონებული იყო ევროპელი პარტნიორების მხრიდან-მისი უშუალო მეგობრების, ევროპარლამენტში, თუ კონგრესის ცალკეული წევრების.

მაგრამ აქაც კიდევ რამდენიმე შეკითხვაა- აპირებს ის ნამდვილად კიევიდან ჩამოფრენას, თუ სახმელეთო გზიდან აპირებს დაბრუნებას?

ჩვენი მეგობარი მეზობლები გამოატარებენ კი მას საზღვარზე?

ეს არის პიარული ტრიუკი, ჩამოსვლისთვის ბილეთის გამოქვეყნება საკმარისი არაა – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

„ფორტუნას“ კითხვაზე, რა სცენარს განიხილავს ანალიტიკოსი თუ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, გია აბაშიძემ განმარტა:

„ჩემი სუბიექტური ვარაუდით, იქნება ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანების სიმრავლე ნამდვილად გადაფარავს მის მხარდამჭერებს და როდესაც სააკაშვილის კანონიერი დაპატიმრების მომენტი დადგება, იქ შეიძლება ცოტა გაუჭირდეთ სამართალდამცველებს მისი ბადრაგირება ისე, რომ არ დააზიანონ მისი რეჟიმის მსხვერპლები, რომლებიც უამრავი იქნება, უამრავს ექნება სურვილი რომ მას ფიზიკურად გაუსწორდეს. ამიტომ იქ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ ჩვენი სამართალდამცველები, რომ სააკაშვილის უვნებელი ბადრაგირება მოხდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.“-აღნიშნა გია აბაშიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, გია აბაშიძის განმარტებით, კოალიციური მთავრობის ინიციატივა პირველად არ გაჟღერებულა.

გია ვოლსკი: ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?

„ქალბატონო ზურაბიშვილი თუ არ ვცდები ახლაც იმყოფება ევროპაში, საფრანგეთში. ეს ინტერვიუც საფრანგეთში ჩაწერა.

ცხადია, აინტერესებდა ევროპელ მკითხველს, რა არის ქვეყნის პრეზიდენტის მოსაზრება.

ბუნებრივია, პირველად არ არის ნათქვამი, კოალიციური მთავრობის ინიციატივა, ჩვენ გვახსოვს, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად იქნება განიხილოს კოალიციური მთავრობის შექმნა, არა ამ არჩევნების შემდეგ, არამედ მომავალში, თუ კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება, მაგრამ ახლა, კონსტრუქციულ ოპოზიციას ვერანაირად ვერ უწოდებ იმ პარტიის ხელმძღვანელს, რომელიც ხულიგანივით დარბის ქუჩაში და თავის ოპონენტს, თავს ესხმის ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ვგულისხმობ ნიკა მელიას და „ნაცმოძრაობას“.

კობახიძე: 2024 წლამდე საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იქნება

"საპარლამენტო არჩევნები გვიჩვენებს, როგორ ჩამოყალიბდება მთავრობა" -

დავანებოთ „ქართულ ოცნებას“ თავი, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება სხვა პარტიამ შექმნას კოალიცია ასეთ დესტრუქციულ პარტიასთან.

მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფანჯარა არის, იმ პატარ-პატარა პარტიებთან, რომლებსაც მე მგონია, რომ ეყოფათ შორსმჭვრეტელობა, მომავალში გაძლიერდნენ, ისე გაერთიანდნენ, ალიანსში შევიდნენ, რომ არ იყოს იქ სააკაშვილის ფაქტორი. ამით ისინი ნამდვილად შეძლებენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას.“-აღნიშნა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

ეს ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის… ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას… გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს: პოლიტიკოსები კოალიციურ მთავრობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები