LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მოადგილე კანაფის ლეგალიზაციას ითხოვს: ზელენსკის ელჩის გაწვევა არ მოეწონა

366
მისა

უკრიანის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მოადგილის დანიშვნასაც. სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ოლშანსკი. ის 1969 წელს დაბადებული უკრაინელი მეწარმეა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის ინტერნეტ-ჰოლდინგ Internet Invest Group-ის პრეზიდენტი, ფლობს ინტერნეტ-კომპანიებს Imena.ua და Mirohost-ს.

კვირის პალიტრა - ვინ არის ...

ალექსანდრე ოლშანსკი ცნობილია თავისი არაორდინალური იდეებით. მხარს უჭერს კანაბისის (კანაფის) ლეგალიზებას.
ოლშანსკიმ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა:
“მირეკავენ და მთხოვენ “პროგრამა” წარვადგინო. ვინც მე მიცნობს, ჩემგან ვერაფერს ახალს ვერ გაიგონებს, სხვებისთვის კი მოკლედ ვიტყვი: თუ ეკონომიკა არ იარსებებს, არც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა არ იქნება; გადასახადები მოხმარების მიხედვით უნდა იქნეს გადახდილი; დამატებითი ღირებულების გადასახადი – ბოროტებაა; სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ის მხოლოდ ჰყოფს; მიწის გაყიდვა – ბატონყმობის გაუქმების საფინალო წერტილია და ა.შ.”
სააკაშვილის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამედიცინო კანაბისი ლეგალიზებული უნდა იყოს როგორც სამედიცინო საშუალება.
“რაც შეეხება რეკრეაციულ კანაბისს, ისიც, მაგრამ ცოტა მოგვიანებით”, – წერს ალექსანდრე ოლშანსკი.
ამასობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინასა და საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ და ამიტომაც კიევი თბილისიდან თავისი ელჩის გაწვევას არ აპირებს.

სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში უხმობენ

"ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც მიანიშნებს ურთიერთობებში გარკვეულ პრობლემებზე" - დავით ზალკალიანი.

„ვფიქრობ, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი ქვეყნის საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს. ვინმე რომ არ განაწყენდეს, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკაა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები