LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისას 16 ადამიანი დაშავდა – უკრაინის შსს

86

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს 16 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან 11 ეროვნული პოლიციის წარმომადგენელია, 5 კი სახელმწიფო დაცვის სამსახურის. უწყებაში განმარტავენ, რომ მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს.

მათივე ცნობით, 10 სექტემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, აგრესიულად განწყობილი პირების ჯგუფმა „შეგინის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ჩხუბი გამართა, შეიჭრა საკონტროლო პუნქტზე, დაარღვია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევას ხელი შეუწყო, რომელთა შორის იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და სახალხო დეპუტატები.

უწყების ინფორმაციით, საზღვრის უკანონოდ მასობრივი დარღვევის გარემოებებს სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი ეროვნულ გვარდიასთან ერთად დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები