LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ფაქტორია ხელისშემშლელი იმაში, რომ ვერ ხდება ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება: ვახტანგ ძაბირაძე

50
1605540358-197693

ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოში საარჩევნო გარემო შეაფასა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა.

ექსპერტმა განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა, თუმცა 14 ოქტომბრის აქციაზე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი, სწორედ მიხეილ სააკაშვილია.

„ის, რომ ვერ ხდება ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, აქ სწორედ სააკაშვილის ფაქტორია ხელისშემშლელი. არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ უნდა სააკაშვილის აქციებში მონაწილეობის მიღება.

ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლამ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. ამან მობილიზება გაუკეთა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს და ზოგადად, ამომრჩევლების კოლოსალური რაოდენობა მივიღეთ.

ვფიქრობ, ოპოზიციას 14 ოქტომბრამდე ჰქონდა გაწერილი ოქროს შუალედი, როდესაც მიდიოდა საპროტესტო აქციები რუსთავის ციხესთან.

ამ ეტაპზე, ოპოზიცია თვლის, რომ ნომერ პირველი ამოცანაა სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა და ამას აპირებს აქციებით, თუმცა რამდენად ფართომასშტაბიანი და პერმანენტული იქნება ამაში ეჭვი მეპარება“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭოზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. აქცია 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები