LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის დანიშვნის ხმაურიანი ამბავი უხმაუროდ დამთავრდა: კანდიდატურა დაბლოკილია

668
მისიკ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი აღარ განიხილება.

პარლამენტის ფრაქცია “ხალხის მსახურის” ფარგლებში მისი კანდიდატურა დაბლოკილია.

“სააკაშვილის დანიშვნის ხმაურიანი ამბავი უხმაუროდ დამთავრდა. მისი კანდიდატურა დაბლოკილია და საერთოდ უცნობია, შედგება თუ არა ეს მომავალში. ფრაქცია “ხალხის მსახურის” ფარგლებში დიდი განხილვების შემდეგ, 248 დეპუტატიდან 140-დან 170-მდე ხმის შეგროვება მოხერხდა, თუმცა ხმის მიცემისთვის მზადყოფნა მხოლოდ 100-ზე მეტმა დეპუტატმა დააფიქსირდა”,– წერს უკრაინული მედია.

სააკაშვილის დაბრუნება უკრაინას ვერ დაეხმარება: THE NATIONAL INTEREST

"უკრაინა არის ადგილი, სადაც ყველაფერი რთულადაა და სადაც სააკაშვილი უცხოელია".

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილისთვის საჯაროდ მხარდაჭერას თავი აარიდა, რაც მარცხს ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები