LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჩამოსვლის აქტუალიზაცია ხდება იმისთვის, რომ ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ უკან მობრუნების შიშით ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“: ნანა დევდარიანი

167
3f2574-d4a689db0d634a24ac415060e0dcb2b4-mv2

„მიხეილ სააკაშვილი ვერსად ვერ ჩამოვა“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა ნანა დევდარიანმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა იმ ერთადერთ შემთხვევაში ჩამოვიდეს საქართველოში, თუ ხელისუფლებისგან გარანტიებს მიიღებს.

„როგორც ყველა არჩევნებზე, 2012 წლის შემდეგ ყოველთვის ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშილის თემის აქტუალიზაცია იმისთვის, რომ ამომრჩეველი დაშინდეს და „ენმ“-ის უკან მობრუნების შიშით ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ბევრჯერ გავლილი სცენარი. ამჯერად ამის ინიციატორი აღმოჩნდა თავად სააკაშვილი, რომელიც უკვე მერამდენედ ამბობს, რომ ჩამოვა საქართველოში.

ვერსად ვერ ჩამოვა, ერთადერთ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოვიდეს, თუ მოხდა გარიგება მასა და ხელისუფლებას შორის და თუ მიიღო გარანტიები“,-განაცხადა ნანა დევდარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები