LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ზელენსკისთვის თანამდებობის თხოვნას არ ვაპირებ, რჩევებს ისე მივცემ

115
866536174026b37b526196f7edade317_XL

ზელენსკისთვის თანამდებობის თხოვნას არ ვაპირებ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.

სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტს, ოფიციალური სტატუსის გარეშე რჩევები მისცეს.

“ჩვენ მართლაც გვქონდა კომუნიკაცია ტელეფონით. მე მას მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა გადავუხადე, წარმატებები ვუსურვე და ვუთხარი რომ არ ვაპირებდი რაიმე თანამდებობა მეთხოვა მისთვის. მაგრამ მზად ვარ მივცე რჩევები ყოველგვარი ოფიციალური სტატუსის გარეშე, თუ ამის საჭიროება გახდა. ზელენსკი ძალიან კომუნიკაბელური, უბრალო და მეგობრული ადამიანია”,- წერს სააკაშვილი

შეგახსენებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები