LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი შსს-ს მიმართავს: სრულიად საიდუმლოდ, ძმებო, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში (ვიდეო)

281
sdagsag

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით “აღიარებით ჩვენებას” აქვეყნებს. სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა, მივმართო სრულიად საიდუმლოდ; მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია. ქუცნაშვილი ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო წევრია.

გახარია ჩემ ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს, მე დავავალე რა თქმა უნდა და ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რადგან 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ ხუთი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული.

რა ვიცი ახლა, ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. შსს-ს აზრით, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი არხის ეთერში ნათქვამი ფრაზა – “წკიპზე იყო ივანიშვილი 20 ივნისს, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ ჩემი აზრით მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვიღაცას შეთქმულება ჰქონდა, თავის თავს ამხობდა თვითონ სხვათაშორის. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება” საკმარის საფუძველს იძლევა ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა “სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები