LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს

260
e45u8q45u8

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სარეკლამო რგოლი ჩაწერა, სადაც საქართველოში “გათენებასა” და “წყვდიადიდან” გამოყვანაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია პოლონეთივით განვითარდეს.

“ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ”- ამბობს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი ამბობს, საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს. მისი თქმით, ყველა მსუბუქი დანაშაული, ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებით.

„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბევრ ალტერნატიულ საშუალებას, რესოციალიზაციას, ადამიანები ციხეში არ უნდა გამოვკეტოთ. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, პედოფილები, ყაჩაღები და ძალიან შეზღუდული რაოდენობის დამნაშავეები. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში. საქართველოში გაიზარდა სხვა თაობა, მაგარი განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ფლობით. ამ ხალხთან ერთად შევქმნით ყველაზე წარმატებულ მთავრობას ევროპაში. საქართველოში ქართველები იქნებიან ბედნიერები და საქართველოდან წასული ქართველები დაბრუნდებიან უკან. ყველა უნდა გავერთიანდეთ. დავდგეთ ერთად და ერთად დავძლიოთ წყვდიადი. საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უნდა გაუქმდეს რიგი გადასახადები და შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა.

“მთავრობა შემცირდება, ფულს ვეღარ მოიპარავენ. სად წავა ეს ფული? — ყველა ეს თეთრი, რომელიც არ შეიჭმევა მთავრობის მიერ, წავა სოციალურად დაუცველებზე”, — დასძენს ექსპრეზიდენტი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/2211944092268347/?__xts__[0]=68.ARBMrOZxqteM4KJ7F0TIplpjMddonzDqNbE04N5ZSken_opIefSU26W7NsNbpkkmwGMmlWS2dPnC-yvSQpcjn3HZBSQr5ZqMWtxE5MK3VThWdzsc6kBtS0FXEgCB3Rlhyl_wpcrbZDm0Sa2bh8rtUTX9dEkuOh3IvSXFDSNsdwZ_iVZ3a2FT6s2USWoplJ2kBKaLodwROkrP0wX-lWW4_GA23dPMamo23vKiA5XMKwLgw16WFQsa1iFtXsD6MecRdcEn-u6QywdxwaGJ_1iIGHRqL3gduTqJR4W3Dqwy5lMmRS94BF6U0SKhflqWK3CCjqplq7VjOjuXMqYwISdE1BkXLgFIMZ0ScNY&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები