LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი პიარისთვის სჭირდება ზელენსკის…ის დღესაც პოპულარულია უკრაინაში” – ვახტანგ ძაბირაძე

217
ვახო 3

გახდება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეს 30 აპრილს გახდება ცნობილი. კენჭისყრა სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი. ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, მას სრული მხარდაჭერა არც ზელენსკის პარტიაში აქვს და მხარდამჭერთა პროპორცია 50/50-ზე იყოფა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე აისახება. “ქართულმა ოცნებამ” უკრაინიდან ჩვენი ელჩის გამოწვევაც დააანონსა.

რადიო “ფორტუნას” დღის თემის სტუმარმა, ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა დღესაც აქტუალურია და მის მიმართ ინტერესი არ გამქრალა. 

უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს, მისნაირი პოლიტიკოსი ახლა ნამდვილად გვჭირდება -კრავჩუკი სააკაშვილზე

უკრაინის პირველი პრეზიდენტი სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასა და ქართული მხარის განცხადებას ელჩის გაწვევის შესახებ ეხმაურება.

“მართალია, ის აღარ არის ისეთივე პოპულარული, როგორც ადრე, მაგ. პოროშენკოს დროს, მაგრამ დღესაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ამიტომ უკრაინის პრეზიდენტს ის პირველ რიგში პიარისთვის სჭირდება და იმ ელექტორატის მისაზიდად, ვისაც სააკაშვილი მოსწონს. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დღესაც აქვს კავშირები დასავლეთთან, საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთს რაც შეეხება, არ მგონია, ამან რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები გააფუჭოს”, – ამბობს ექსპერტი.

ის ქართული მხარის განცხადებებსაც გამოეხმაურა და მას პიარის ნაწილი უწოდა.

როგორ აისახება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ამ თემაზე ვრცელ სტატიას რადიო “ფორტუნა” ხვალ შემოგთავაზებთ.