LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებში ხმა ზელენსკის პარტიას მისცენ

207
c96735853fda5c404b85d17d831c329b

”ახალ ძალთა მოძრაობა” უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს- სააკაშვილი მხარდამჭერებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის უნდა მიეცეს შანსი, პარლამენტში უმრავლესობის ფორმირება მოახდინოს და თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია.

ამასთან, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვების თანახმად, მის პარტიას ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის დაბალი შანსი აქვს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები