LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ენმ-ის ოფისთან აქციაზე: საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ, თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს

199
dtrurui

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს.

ოცნების მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

“ერთი ჯგუფი ქართული ოცნების სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, “პადძელნიკების”, ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არიან ნამდვილი საჯდომის კულტის მსახურები. საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ.

თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი.”- ამბობს სააკაშვილი და გამოდის ინიციატივით შეიქმნას იურისტთა ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოახდენს.

“ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, უმეტესობა ინდენტიფიცირებულია, ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში ამას შესაძლოა მაშინვე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად.”

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/451034135603851/

შეგახსენებთ, ქართული ოცნების მხარდამწრებმა ნაციონალური მოძროაბის ოფისთან ცოცხები და კვერცხები მიიტანეს და უცენზურო წარწერები გააკეთეს. მოხდა დაპირისპირება, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები