LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-მა საქართველოდან დაგეგმილი ფრენები, სავარაუდოდ, გადადო

2435
skynews-ryanair-palma-airport-4676151

საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა, შესაძლოა, რამდენიმე თვით გადაიდოს. როგორც ფეისბუქ გვერდი „იაფი ბილეთები“ იუწყება, საქართველოდან „რაინერი“ ფრენებს 2019 წლის 6 ნოემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2020 წლის 10 აპრილიდან დაიწყებს.

ამის თქმის საფუძველს ფეისბუქ გვერდს Ryanair-ის ბილეთების საძეიბო სისტემა აძლევს, სადაც საქართველოდან აპრილამდე ბილეთები არ იძებნება. ფრენების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით „მოგზაურთა კლუბშიც“ აქტიურად წერენ. ფეისბუქ-მომხმარებლები ამბობენ, რომ Ryanair-ის აპლიკაციით ისინი ჩვენი ქვეყნიდან ავიაბილეთის ყიდვას სწორედ 10 აპრილამდე ვერ ახერხებენ.

მილანი, მარსელი - ქალაქები, სადაც რაინეარი საქართველოდან იფრენს

ინფორმაცია ერთ-ერთმა ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, თუმცა მალევე წაიშალა.

არსებობს ეჭვიც, რომ ეს ყოველივე Ryanair-ის აპლიკაციის ხარვეზია და ეს ხარვეზი ცოტა ხანში აღმოიფხვრება. “ფორტუნა” ამავე საკითხის გადასამოწმებლად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ ფრენები არ გადადებულა და Ryanair საქართველოდან ოპერირებას დაგეგმილი დროიდან, ანუ 6 ნოემბრიდან დაიწყებს.

მოგვიანებით, ამავე თემას კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა ფეისბუქ გვერდმა „იაფი ბილეთები“ და დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, „რაინერის“ შემოსვლის გადადებასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა სიმართლე. „რაინერის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს სისტემური განახლება, რის გამოც ნოემბრიდან-აპრილამდე ფრენების განრიგი არ ჩანს საიტზე“, – წერს „იაფი ავიაბილეთები“.

შეგახსენებთ, ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 21 აგვისტოს გაფორმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები