ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair, მთელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ფრენების განახლებას ივნისამდე არ განიხილავს.

როგორც ბრიტანული გამოცემა independent იუწყება, ავიაკომპანიამ ევროკავშირის ყველა ქვეყანას საკუთარი თვითმფრინავები შესთავაზა სხვადასხვა გადაუდებელი ფრენების განსახორციელებლად. ამ გზით, ავიაკომპანია ცდილობს ევროკავშირის ქვეყნებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში დაეხმაროს

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზენით Ryanair-მა ავიამიმოსვლა 24 მარტიდან შეაჩერა.

”ამჟამად, ჩვენ არ ველოდებით ფრენების განხორციელებას აპრილისა და მაისის პერიოდში, მაგრამ ეს უდავოდ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების რეკომენდაციებზე”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05