LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა წლის ბიჭმა უსახლკაროების დასახმარებლად 50 000 დოლარი შეაგროვა

151
tyler-04-as-ht-191115-hpEmbed-4x5-992

ტაილერ სტალინგსი 4 წლის იყო, როცა საკუთარ თავს, მის ასაკში ძალიან ამბიციური მისიის შესრულება დაუსახა მიზნად. როგორც ტაილერის დედა ჰყვება, მისმა შვილმა Youtube-ზე ნახა ვიდეო, თუ როგორც ცხოვრობდა 50-მდე ვეტერანი სახლ-კარის გარეშე.

პატარა ტაილერმა მაშინ დედას ჰკითხა: „თუ ისინი გმირები არიან, რატომ უნდა იყვნენ ქუჩაში? ”

როგორც ჩანს, ტაილერმა დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო, რის შემდეგაც დედას სთხოვა შესაბამის მაღაზიაში წაეყვანა და ვეტერანებისთვის სახლის ასაშენებლად საჭირო ნივთები შეეძინა. როცა დედამ უთხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ტაილერი დაფიქრდა, რა შეიძლება გაკეთებულიყო მათ დასახმარებლად.

ანდრეა ბექსტონმა შვილი მერილენდის გუბერნატორს შეახვედრა. ლერი ჰოგანმა ტაილერს ყოველთვიური 100 დოლარის გრანტი მისცა. ამას გარდა, პატარა ბიჭუნამ GoFundMe ფონდი შექმნა და სოციალურ ქსელში გააზიარა იმ მიზნით, რომ ვეტერანების დღეს უსახლკაროებისთვის საჭირო საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

მოგვიანებით ტაილერმა მერილენდში ვეტერანთა განათლებისა და სწავლების ცენტრი შექმნა, სადაც „სუპერგმირის“ სახელი შეარქვეს.

,,გმირთა ჩანთები“ – ასე ჰქვია იმ შემოწირულობებს, რომელსაც ტაილერი უკვე კარგა ხანია სხვადასხვა კომპანიისგან იღებს. ეს არის პირველადი დახმარების ნივთები.

„ის ძალიან ბევრს სწავლობს კაცობრიობის და სიკეთის შესახებ. მან დღემდე უამრავი მადლობა მიიღო და ამით ვამაყობ“- აცხადებს ანდრეა ბრექსტონი

უსახლკარო ვეტერანების დახმარების მიზნით პატარა გმირმა 4 წლის განმავლობაში 50 000 დოლარზე მეტი შეაგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები