LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა პრესამ პატრიოტთა ალიანსის აქციას სირცხვილია-ს ფოტო დაადო

169
gazetaaa

28 ივნისს, ბათუმში, “პატრიოტთა ალიანსის” აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს. 

რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართება

ფრაქციის წარმომადგენელი გიორგი ლომია ამბობს, რომ აქციაზე დაახლოებით 13-15 ათას მონაწილეს ელოდებიან.

“ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან” – სკანდირებდნენ მომიტინგეები.

აქციის მიმდინარეობა აქტიურად გააშუქა რუსულმა პრესამ. gazeta.ru – მ კი ამ აქციას, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის ფოტოები დაადო.

რუსული პრესა წერს, რომ აქციაზე, რამდენიმე ათასი მომიტინგე შეიკრიბა. გარდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისა, აქციაზე გაჟღერდა ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის მოთხოვნა.

ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია და ეს დიალოგი დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.

ასევე აქციის მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს მთავრობას, შეაჩერონ საქართველოს მილიტარიზაცია და უარი თქვან ნატოში გაწევრიანების პოლიტიკაზე.

რატომ იგონებენ რუსი პოლიტიკოსები, რომ ტურისტებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ?

დიდ რუსეთში ერევნის გავლით ჩასული ქართველი დეპუტატები – რა მოხდა მოსკოვში?

შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ბოლოს საქართველოში გავრილოვის ვიზიტის გამო დაიძაბა. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისმა ხილვა საზოგადოება გააღიზიანა. შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა].

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

გავრილოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პუტინმა საქართველო ამ ქცევისთვის დასაჯა და ავიამიმოსვლის გაუქმების ბრძანება გასცა.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

ამის შემდეგ, მოხდა კიდევ ერთი რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტი: “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, პ.ს.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, რუსულადვე გრძელი, უხამსი მონოლოგი მიუძღვნა, რომელიც ძირითადად მის გინებას მოიცავდა.

მონოლოგის ეთერში გასვლიდან მალევე, რუსეთის დუმამ ადგილობრივ მთავრობას საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება შესთავაზა. ამ შეთავაზებას გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ სანქცების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები