LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა ემბარგომ Georgian Airways-ს 25 მლნ დოლარი დააკარგვინა

75
62137808-2778295962245189-8562021333255323648-n

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისი”  მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ამის შესახებ საუბარია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება, გარდა ამისა მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

„ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება რომ  ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა “ჯორჯიან ეარვეისისთვის”, რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება“, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები