რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პავლიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალექსანდრე პავლიუკმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს და ქალაქის მერი იური ფომიჩევი გაიტაცეს.
მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა.