LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული დაკავება: სპეცრაზმის წევრი აქციის მონაწილე გოგონას მუცელში ურტყამს [ვიდეო]

164
rusetshi dakaveba

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. გუშინ პროტესტი განახლდა და მასშაბური აქცია გაიმართა, რომელიც ტრადიციულად დაკავებებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში 220-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან დამალვას ეკლესიებსა და სასტუმროებში ცდილობდნენ.

დაკავებები საკმაოდ უხეში ფორმით განხორციელდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი დაკავებულ გოგონას მუცელში:

დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.

რუსული მედია წერს, რომ პოლიციის გარდა, მოსკოვის ცენტრში განათავსეს ე.წ. „მწვანე კაცები“, რომლებიც მწვანე ფორმას ატარებენ და შინაგანი ჯარის სპეცრაზმს წარმოადგენენ.

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაში 60 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მოსკოვში მიმდინარე დაკავებების დროს, რუსეთის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა და სევასტოპოლში, ე.წ. „ღამის მგლებთან“ ერთად მოტორბოლაში მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები