რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა იწყება. სამკერვალო საწარმო კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ბაზაზე იხსნება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საწარმოში 3 000 ადამიანი დასაქმდება.

„ეს არის შესანიშნავი პროექტი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში შეიტანს თავის წვლილს და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო გვერდში უდგას მსგავს ინვესტიციებსა და პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ „აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შედეგად, ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. ისინი წლებია თანამშრომლობენ ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი წარმატებული და ცნობილი სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ეს კომპანია გამოგვეხმაურა ერთ-ერთი პირველი, როდესაც პანდემია დაიწყო და განსაკუთრებით ვზრუნავდით იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ეგრძნო რომელიმე პირბადის დეფიციტი და „აჭარა ტექსტილი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში. მან 3 მილიონი ქართული პირბადე შეკერა იმ პერიოდში, როდესაც ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რუსთავის საწარმო – “ქართლი ტექსტილი“ სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს. “ქართლი ტექსტილი” “აჭარა ტექსტილს” ეკუთვნის, რომელსაც  ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან  საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05