LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

40
1

რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა და ორი პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში მკვლელობა მოხდა

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 2001 და 1986 წელს დაბადებული პირები.

ერთ-ერთ მათგანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები