რუსთავში, კომპანია „ინტერტრანსის“ ოფისი გაქურდეს. როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ოფისიდან 30 ათასი ლარია წაღებული.  შემთხვევა 19 ნოემბერს, ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს. დაზიანებულია რკინის ჟალუზი, შემთხვევის დროს შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა დაზიანებული იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი თემები