LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ელექტრონული მუსიკის კლუბის მოსაწყობად 22 ათასი ლარი დაიხარჯა

103

რუსთავში ელექტრონული მუსიკის პირველი კლუბი – ”გრამი” გაიხსნება.  კლუბის დამფუძნებლების ინფორმაციით,  აქ საწყის ეტაპზე 10-დან 20 კაცამდე დასაქმდება.

”ეს იქნება პირველი კლუბი რუსთავში, რომელიც მოსულ სტუმარს ელექტრონულ მუსიკას შესთავაზებს.  ამ ტიპის მუსიკა ძალიან პოპულარულია და სამწუხაროდ, მსგავსი სივრცე რუსთავში აქამდე არ არსებობდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ”გრამის” გახსნა. ამიერიდან რუსთაველ ახალგაზრდებს ელექტრონული მუსიკის მოსასმენად თბილისში სიარული აღარ მოუწევთ, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული”, – განაცხადეს კლუბის დამფუძნებლებმა.

მათივე ინფორმაციით, კლუბის მოსაწყობად 22 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ”გრამი” 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა. გარდა ამისა,  კლუბს საზაფხულო სივრცეც აქვს- ”გრამის ეზო” , სადაც მუსიკის მოყვარულებისთვის ”ლაივ კონცერტები” და  ხელოვნების საღამოები გაიმართება.

”ჩვენი მიზანია მომავალში მოვიცვათ საქართველოს სხვა ქალაქებიც, რათა მივცეთ თანამედროვე ახალგაზრდობას საკუთარი ნიჭის თვითრეალიზების საშუალება და ადგილობრივი მსმენელებიც დავაკმაყოფილოთ”, – აღნიშნეს კლუბის მფლობელებმა.

ცნობისთვის, ”გრამის” ოფიციალური გახსნა რუსთავში  17 სექტემბერს იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები