რუსთავის პარკში არსებულ ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვმა ტბაში შეცურა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.”ინფორუსთავის” ცნობით, 11 წლის ბიჭი რუსთავის პარკში 3 მოზარდთან ერთად იმყოფებოდა, აქედან ერთ-ერთი მისი ტყუპისცალი ძმა იყო.  სწორედ გარდაცვლილის ძმამ შეატყობინა დაცვისა და სამაშველო სამსახურებს ბავშვის გაუჩინარების შესახებ, რის შემდეგაც 11 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

თვითმხილველების თქმით, ამინდის გაუარესების შემდეგ მაშველებმა მათ ტბიდან ამოსვლა მოსთხოვეს, თუმცა მოზარდმა ბანაობა მაინც განაგრძო და წყლის სიღრმეში ჩაყვინთა.

ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

მსგავსი თემები