LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საკრებულოს წევრი კორონავირუსის დადასტურებამდე ეზიარა: ქალაქში საკარანტინო ზომების გამკაცრება არ განიხილება

178
rustaviii

რუსთავის საკრებულოს წევრს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირუსის დადასტურებამდე საკრებულოს წევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ხალხმრავალ შეხვედრებში, დადიოდა საკრებულოს სხდომაზე და ერთ-ერთ ტაძარში ეზიარა კიდეც.

რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამასთან, როგორც ტაძარში ამბობენ, მათთან სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომხდარის შემდეგ რუსთავში მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდებოდა.

თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის რუსთავში კარანტინის გამკაცრების საკითხი არ განიხილება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები