რუსთავის მე – 19 მიკრორაიონში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა. მოსახლეობა რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

„თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია ინტერტრანსმა ე.წ. თეთრი მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალა. ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები კი საკმარისი რაოდენობით არ არის,“ – აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, რუსთავიდან თბილისში მომავალი მგზავრები ტრანსპორტის სიმცირეზე რამდენიმე დრის წინ “ფორტუნასთან” საუბრობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ დილის 8 საათიდან თბილისისკენ დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

რუსთაველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი პროტესტია მძღოლებისა და კომპანია “ინტერტრანსის” მხრიდან, რომლებმაც მგზავრობის ფასის გაზრდა ვერ მოახერხეს.

მსგავსი თემები