LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მერმა სამარშუტო ტაქსი გააჩერა და მძღოლს ძველი ფასი გაუკრა [ვიდეო]

49898757_2487224651515650_6135441364512407552_n

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, აქციის მონაწილეებთან ერთად, თბილისი-რუსთავის რეისზე მოძრავი ყვითელი სამარშუტო ტაქსი გააჩერა და ძველი ტარიფი “დააბრუნა”

მერმა ე.წ. მარშუტკის საქარე მინაზე ფურცელი დადო, სადაც წერია “მგზავრობის საფასური” 1.50 ლარი.

ფაქტმა სამარშუტო ტაქსის მძღოლის გაღიზიანება გამოიწვია.

“ჩემ ხარჯზე გინდათ იაფად იმგზავროთ?” – მიმართა მან აქციის მონაწილეებს. მისივე თქმით, თუ მგზავრობის საფასური 2 ლარი არ იქნება, ტრანსპორტი საერთოდ აღარ იმოძრავებს.

მგზავრობის ტარიფს სავარაუდოდ, 8 იანვარს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. თუ კომპანია “ინტერტრანსმა” ის ოფიციალურად არ შეამცირა, რუსთაველების ნაწილი, უფრო მასშტაბურ აქციებს გეგმავენ.

შეგახსენებთ, დღეს აქცია რუსთავის მერიასთან, გაზრდილი მგზავრობის საფასურის და რუსთავის მერის განცხადების გასაპროტესტებლად გაიმართა. აქციის დაწყებიდან მალევე, ადგილზე ირაკლი ტაბაღუა მივიდა და განაცხადა, რომ კომპანია “ინტერტრანსი” კანონს არღვევდა და ამის გამო, მათ სანქცია დაეკისრებოდა. 

აქცია რუსთავის მერიასთან - "თუ გაზრდილ თანხას არ გადავიხდით, მოგვიწევს კონფლიქტში შევიდეთ მძღოლებთან"

ალბათ, სძინავთ და ძილბურანში აკეთებენ მავნებლურ, უაზრო განცხადებებს, როგორიც იყო მაგალითად, ქალაქის მერის განცხადება, რომ არ გადავიხადოთ გაზრდილი ტარიფი.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსთავის მერიამ გაავრცელა განაცხადება, რომლითაც მგზავრებს მოუწოდა, არ გადაიხადონ რუსთავი-თბილისის მიმართულებით “მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი”. მერიის ცნობით, უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე.

ვიდეოს ავტორი: თამარ ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები