საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, “კავკასიის ავტო ცენტრის”, რუსთავის ავტობაზრობის პარკირების საფასური უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავცელებს.

“კავკასიის ავტო ცენტრმა, კომერციული ტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების ავტობაზრობის ადმინისტრაციამ, როგორც საზოგადობისა და მომხმარებლის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მის მომხმარებელს შეუჩეროს ავტობაზრობის პარკირების საფასურის დარიცხვა.

კერძოდ, 2020 წლის 21 მარტიდან – 21 აპრილის ჩათვლით, კავკასიის ავტო ცენტრის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოდილერების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ დაერიცხებათ ყოველდღიური პარკირების საფასური”, – აცხადებენ “კავკასიის ავტო ცენტრში”.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05