რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, დღეიდან 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

გაზრდილი მგზავრობის საფასურის გადახდა მგზავრებს შემდეგ მარშრუტებზე მოუწევთ:

რუსთავი-თოდრიას მოედანი-დიდუბე;

რუსთავი-რკინიგზის სადგური-თბილისი-თორნიკე ერისთავის ქუჩა;

რუსთავი-ძველი ბაზარი – „თბილისი ცენტრალი“;

რუსთავი-12 მკ/რ-ი-სადგურის მოედანი;

რუსთავი-ძველი ავტოსადგური-ვარკეთილი, რუსთავი-ფიროსმანის ქუჩა – სპორტის სასახლე.

მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება:

რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, მოსკოვის გამზირი;

რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, ისთ ფოინთი;

რუსთავი, შარტავას გამზირი – თბილისი, ლილო;

რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა – თბილისი, გლდანი;

რუსთავი, მე-19-ე მიკრო რაიონი – თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი.

ფასის გაზრდის შესახებ განცხადება კომპანია „ინტერტრანსმა“ მიკროავტობუსებში 17 აგვისტოს გამოაკრა.

ფასის ცვლილებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და ერთ-ერთ სამარშუტო ტაქსში მძღოლსა და მგზავრს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ვიდეოს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დათო მჭედლიძე ავრცელებს.

ეს კამათი დაიწყო მძღოლის გამო, ერთმა ქალბატონმა ლარნახევარზე მეტი არ გადაიხადა და მძღოლმა, შე მათხოვაროო, მიაძახა. ამაზე მგზავრმა შენიშვნა მისცა, რატომ არის მათხოვარიო. ასე რომ, მძღოლებიც გვარიანად სცოდავენ მგზავრებთან დამოკიდებულებაში,” – წერს დათო მჭედლიძე.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები