LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი ქვეყნიდან ვეღარ გავა – კიდევ რა სანქციები დაეკისრა კახა დამენიას

168
70693549-1295292970652124-5462190685220241408-n

სასამართლოს გადაწყვეტილება და სანქციები რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს – კახა დამენია საქართველოს ტერიტორიას ამ ეტაპზე ვერ დატოვებს და თან 50 ათას ლარიან გირაოს გადაიხდის.

მოსამართლემ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა, რომელიც პროკურატურის არგუმენტს დაეყრდნო – არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

კახა დამენიას გამოძიება ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

იმავე ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული კიდევ ერთ დაკავებულს – “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს.

შეგახსენებთ, უკვე დაიკითხა ნიკა გვარამია. მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები