LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“ რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა (დოკუმენტის ფოტო)

399
405521

“რუსთავი 2” რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ცვლილებები განცხადების მიღების მომენტიდან საათნახევარზე ნაკლებ დროში აისახა.

ამ ეტაპისთვის არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია წერია.

ეს გადაწყვეტილება არის შოკისმომგვრელი და სამართლებრივად სკანდალური - ნიკა გვარამია

მიუკერძოებლობაში ვერნაიარ ეჭვს ვერ შევიტანთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას გადაყენების მოთხოვნით მიმართა. დოკუმენტი საჯარო რეესტრში რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ აიტვირთა, რაც რეესტრმა რუსთავი 2-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა.

დოკუმენში წერია, რომ ხალვაში “ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებას ითხოვს”.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები