LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2” აცხადებს, რომ მის “ფეისბუქს” უკანონოდ იყენებენ

224
nodar meladze

“რუსთავი 2” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან ნოდარ მელაძისგან “ფეისბუქს” ვერ იბრუნებს – განცხადება ამ პრობლემის შესახებ, არხის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“რუსთავი 2-ის” ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მელაძის ქმედებები უპასუხისმგებლოა და შესაძლოა კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„უკვე რამდენიმე დღეა “რუსთავი 2”-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებელი შეცდომაში შეყავს.

“რუსთავი 2”-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს“, – ნათქვამია „რუსთავი 2″-ის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა, “რუსთავი 2”-ის გუნდის ნაწილმა კომპანია დატოვა. არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კი ახალი “მთავარი არხი” შექმნა, რომელიც ეთერში გუშინ გავიდა.

მთავარი არხმა მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო “კურიერის” მსგავსად დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები