რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციაში მონაწილე ახალგაზრდებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართეს, რომ ნუ გადაიყვანენ ამ აქციას პოლიტიკურ აქციაში.

ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა რომ “აქცია არის პოლიტიკური და ეს არავის არ შეეშალოს”, თუმცა მანამდე ვაშაძემ ისიც აღნიშნა რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტან გომელაური თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას ერთ საათს დააცდიან, თუ რას მოიმოქმედებს. აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა მოგვიანებით მათ სხვა მოთხოვნებიც წამოაყენონ.

მსგავსი თემები