LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

85
taqsebi_dakaveba

საქართველოს პარლამენტთან, სადაც ტაქსის მძღოლების აქცია იმართება, მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლების ნაწილსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს.