LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იწყება

121
BeFunky-collage (3)

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პირველი სკოლიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მათ საკუთარი მხარდამჭერები თბილისის 1-ელ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეკრიბეს.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

უკვე მომზადებულია სცენა სიტყვით გამომსვლებისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები